ცენტრი “ეპათია” კომპლექსურ - კომისიურ ექსპერტიზას ითხოვს

21 მარტი 2018, 00:00 3362 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე არსებულ წამების კვალზე საუბრობენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ  “ეპათიაში”. ექსპერტიზაში, რომელიც ცხედარს ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა პროკურატურის დადგენილების შესაბამისად, ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიც მონაწილეობდა.

მათ მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს. ცენტრი “ეპათია”-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ - კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. 

ამავე კატეგორიაში