ცვლილებები აჭარის კონსტიტუციურ კანონში - უმაღლეს საბჭოში მესამე მოსმენით მიიღეს

21 მარტი 2018, 00:00 1651 ნახვა

14 მომხრე 1 წინააღმდეგი - აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამი მოსმენით მიღებულია, საბოლოოდ დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს. მთავარი სადავო საკითხები საარჩევნო  სისტემა  და  რეგიონის განსაკუთრებულ გამგებლობას განკუთვნილი სფეროების შემცირებაა.

იზრდება უმაღლესი საბჭოს  წინაშე  აჭარის მთავრობის ანგარიშვალდებულება, 14 დან 11-მდე  მცირდება ვეტოს დაძლევის, ასევე მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა. აჭარის მთავრობა ცენტრთან შეთანხმების გარეშე შეძლებს მინისტრების დანიშვნას, ასევე განსაზღვრას სამინისტროების  რაოდენობას. პარლამენტს დოკუმენტი განსახილველად რამდენიმე დღეში გადაეგზავნება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო აჭარის კონსტიტუციას სავარაუდოდ საგაზაფხულო  სესიის  ბოლომდე  დაამტკიცებენ. 

ამავე კატეგორიაში