პარლამენტმა “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის” საქმეზე რეზოლუცია მიიღო

21 მარტი 2018, 00:00 2413 ნახვა

მიმართავს, მოითხოვს და გმობს - რეზოლუციის პროექტი დამტკიცებული ტექსტი კი გასაჯაროვებულია. მთავრობას 3 თვე აქვს იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია.”

საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე. რეზოლუციის მხარდამჭერები ამ სიაში შესული პირების მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის დაწესებას ითხოვენ.  ეს ყველაფერი ჟენევის მორიგ რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე. დღეს ურთიერთბრალდებები მოჰყვა ფორმატს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში