არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო წესით დაკრძალავენ

21 მარტი 2018, 00:00 2059 ნახვა

ქვეყანა არჩილ ტატუნაშვილს გლოვობს, ოჯახი სამძიმარს იღებს. ქართველ ჯარისკაცს სამხედრო წესით შაბათს დაკრძალავენ. 26 დღიანი ლოდინის შემდეგ ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს გუშინ საღამოს გადმოსცა.

ოკუპირებული ე.წ. ხელისუფლების ექსპერტიზის დასკვნით ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა,  დოკუმენტს ქართული მხარე არ ენდობა. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, ტატუნაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.

ამავე კატეგორიაში