სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის კონკურსი შესაძლოა ხელახლა გამოცხადდეს

21 მარტი 2018, 00:00 2056 ნახვა

მეურვეებზე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდნილად? რა წერია “მაუწყებლობის შესახებ კანონში”? საქართველოს პარლამენტში კენჭისყრა ორ დღეში, პარასკევს იგეგმება. 

იქედან გამომდინარე რომ ომბუდსმენის კანდიდატი ავტომატურად ჩავარდნილად ჩაითვლება, მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილი  მიიჩნევს, რომ კონკურსი ოთხივე კვოტაზე ხელახლა უნდა გამოცხადდეს და კენჭისყრა ფორმალური ნაწილია. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ შემდგომ პროცედურებზე კენჭისყრის შემდეგ იმსჯელებენ. შეგახსენებთ ომბუდსმენის კვოტით წარდგენილმა ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც იგი ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. კანდიდატურა მოხსნა ასევე ბაია პატარაიამ და ნათია სირაბიძემ

ამავე კატეგორიაში