გერმანიიდან საქართველოს ათობით მოქალაქე გამოაძევეს

22 მარტი 2018, 00:00 1741 ნახვა

უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის გერმანიიდან საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.

გერმანიიდან გამოძევებული ქართველების განცხადებით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. როგორც ისინი აცხადებენ, „სახლში მიაკითხეს და აეროპორტში წამოიყვანეს“. გერმანიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისია, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, პერიოდულად ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში