''გირგვლიანის შესწორებები'' ''ქართული ოცნება'' ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს

23 მარტი 2018, 00:00 1925 ნახვა

''ქართული ოცნება'' ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს. “გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში ცვლილებები შევა ასევე კოდექსს ემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  ფრაქცია ''ქართული ოცნების'' ხელმძღვანელის განცხადებით, ინიციატივა ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას , საქმიანობაში ხელისშეშლას, რომელიც ითვალისწინებს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას. პასუხიმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც რომლებიც ასეთ ბრძანებას შეასრულებენ. ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში