გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები დაგმეს

23 მარტი 2018, 00:00 1748 ნახვა

ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე  გაამხვილა ყურადღება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 37-ე სესიაზე ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ. მან ადამიანის უფლებათა გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. ასევე  ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

სხდომის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, აშშ-მ, აზერბაიჯანმა, გაერთიანებულმა სამეფომ,  ესტონეთმა, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ  და ფინეთმა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში