გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

23 მარტი 2018, 00:00 1987 ნახვა

66 მომხრე 14 წინააღმდეგი ქალთა კვოტირების შესახებ ცვლილებების პროექტი პარლამენტში ჩავარდა. პირველი მოსმენით მისაღებად 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იყო საჭირო. კენჭისყრამდე, საკითხზე კონსულტაციები მმართველი გუნდის დახურულ სხდომაზეც გაიმართა, თუმცა უმრავლესობაში  ამბობენ, რომ საკითხზე გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობაა.  

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტის მიხედვით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის წარდგენისას პარტიებს ევალებათ, სქესთა ბალანსი ისე დაიცვან, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარდგენილი, განსხვავებული სქესის კანდიდატი იყოს.

წინააღმდეგ შემთხვევში, ცესკო პარტიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად სიას უკან დაუბრუნებს. იმ შემთხვევაში, თუ პარტია პრობლემას არ გამოასწორებს, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.

ამავე კატეგორიაში