ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი - უმრავლესობის რჩეულები

23 მარტი 2018, 00:00 2162 ნახვა

პოლიტიკური გადაწყვეტილებები, დეპუტატთა პოზიციები და დამოკიდებულებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე – დღეს უმრავლესობამ გადაწყვიტა ვინ შევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, მხარი არ დაუჭირა კვოტირების საკითხს და დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. 

მოგიყვებით ცალ-ცალკე ყველა საკითხზე, თუმცა დავიწყოთ მაუწყებლის მეურვეებით – ბესიკ ლილუაშვილი შედის სამეურვეო საბჭოში აჭარის კვოტით, ასევე უმრავლესობამ ოპოზიციის არაერთი კრიტიკული მოსაზრების მიუხედავად, ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ჩავარდა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, რომელიც პარლამენტს “ევროპულმა საქართველომ”  შესთავაზა და რომელსაც შესარჩევი კომისიის ყველა წევრის სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

სახალხო დამცველს და უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს მოუწევთ კანდიდატების ხელახალი წარდგენა. აღსანიშნავია, რომ სამეურვეო საბჭოს 4 წევრს ვადა 17 აპრილს ეწურება.   

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში