ყოფილი ლეიბორისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 მარტი 2018, 00:00 2309 ნახვა

ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში  გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება შეტყობინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი ჯელალ ქიქავა, პარლამენტის წევრს, მუხრან ვახტანგაძეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.  ქიქავას განცხადებით, გუშინ, 23 მარტს, გვიან ღამით, რამდენიმე სპორტსმენი დაესხა თავს მას და მის მეგობრებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დეპუტატს დაუკავშირდა. მუხრან ვახტანგაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა.

ამავე კატეგორიაში