გენდერული კვოტირება - მმართველი გუნდის გეგმები

24 მარტი 2018, 00:00 1658 ნახვა

გენდერულ კვოტირებაზე,  ახალი კანონ - პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს მომავალ კვირას მმართველი პარტია. რა მოდელზეა საუბარი “ქართულ ოცნებაში” არ კონკრეტდება.  პარლამენტმა გენდერულ კვოტირებაზე “არასამთავრობო ორგანიზაციების”ინიციატივა ჩააგდო. ცვლილებებს მხარდაჭერა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა გამოუცხადა.

კანონპროექტით,  პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სიების წარდგენისას, დაიცვან ბალანსი  და პარტიულ სიაში ყოველი მეორე ქალი კანდიდატი დაასახელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო თუ არაფერი შეიცვლება, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, თუ კი პარლამენტის ან საკრებულოს წევრი მანდატზე უარს იტყვის, მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი. კანონპროექტი პირველივე მოსმენაზე ჩავარდა,  შესაბამისად მეორე და მესამე მოსმენაზე განხილვები აღარ შედგება.

ამავე კატეგორიაში