დიდი ექსპერიმენტი - პრემიერა ახალ სცენაზე

25 მარტი 2018, 00:00 2089 ნახვა

3 დრამატურგის: მოლიერის, მაქს ფრიშისა და ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებების მიხედვით, დადგმული სპექტაკლის პრემიერა შედგა ბათუმის დრამატული თეატრის "მცირე სცენაზე". "სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი" - სპექტაკლი, რომელიც დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა , სამ სხვადასხვა სივრცეში განვითარდა.

მოქმედება სპეციალურად სპექტაკლისთვის აგებულ ფოიეში დაიწყო და სცენაზე დასრულდა, რეჟისორის ინოვაციური ნაბიჯით მსახიობებთან ერთად ადგილს მაყურებლებიც იცვლიდნენ. რეჟისორის განმარტებით სპექტაკლი ყველაზე მთავარ თემას სიყვარულს ეხმიანება რომელიც ყველა დროსა და საუკუნეში უმთავრესია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში