ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

26 მარტი 2018, 00:00 1952 ნახვა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეის პროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. ზურაბ პატარაძის თქმით, შეხვედრა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე სიანიანის თავისუფალ სავაჭრო სივრცეს და ავტომწარმოებელ ქარხანას დაათვალიერებენ. გაიმართება შეხვედრები ჩინური კომპანიების წარმომადგენლებთანაც. ბათუმსა და სიანიანს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ განაცხადს ხელი გასული წლის 27 ნოემბერს მოეწერა. აჭარის მთავრობის ორდღიანი ვიზიტი ხვალ დასრულდება.

ამავე კატეგორიაში