მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი მოზარდი კვლავ რეანიმაციაშია

26 მარტი 2018, 00:00 3913 ნახვა

მშენებარე კომპლექსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდი, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით, მკურნალობის დინამიკა დადებითია.

არასრულწლოვანი 10 მარტს, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსრულებელი სასტუმრო კომპლექსიდან გადმოვარდა.  

ობიექტი  კომპანია “ჯი აი ემ ჯი”-ს  ეკუთვნის. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები დაცული ჰქონდათ. შესაბამისად მიიჩნევენ, რომ  მათი პასუხიმგებლობის საკითხი არ იკვეთება.  

საქმეზე ძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში