სოციალური სახლების მშენებლობა

26 მარტი 2018, 00:00 3020 ნახვა

რამდენიმე კვირაში დასრულდება სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში. განაცხადების მიღება დაწყებულია. არსებული ინფორმაციით ბინას 36 ოჯახი ითხოვს, თუმცა ცნობილია, რომ საცხოვრის ამ ეტაპზე მხოლოდ 12 ოჯახი მიიღებს.

ძირითადი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობაა, ასევე ბინა გადაეცემა იმ ოჯახებს რომელთა სახლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას უშლიდა ხელს და ამ მიზეზად დაანგრიეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში