ქედის მერის 100  დღე

27 მარტი 2018, 00:00 1532 ნახვა

ქედის მერმა მოსახლეობას მუშაობის 100 დღის ანგარიში ჩააბარა. ლევან გორგილაძე წონიარისის, ცხმორისისა და დანდალოს მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე მოისმინა მათი პრობლემები.

წონიარისის მცხოვრებლებმა ძირითად პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა დაასახელეს. ასევე მოითხოვეს შიდა სასოფლო გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დასხმა. მერი მომდევნო შეხვედრას ზვარეს, მერისისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართავს. ასევე შეხვდება მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამავე კატეგორიაში