ერთი წელი უვიზოდ მიმოსვლიდან

27 მარტი 2018, 00:00 2114 ნახვა

პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირისგან და საშუალება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე ერთი წელია სარგებლობენ – პარლამენტსა და მთავრობაში შეაჯამეს დღეს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან გასული ერთი წელი.

აღსანიშნავია, რომ აქცენტი გაკეთდა პროცესის უხარვეზოდ გაგრძელებაზე, რადგან ცნობილია არაერთი უკმაყოფილო ქვეყანა, მათ შორის გერმანია, რომელიც კრიმინალური შემთხვევებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე საუბრობს.

ამ ნეგატიური სტატისტიკის შესამცირებლად ნაბიჯებს დგამს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საელჩოებში იგეგმება პოლიციის ატაშეების დანიშნვა. გამოწვევებისა და სირთულეების ფონზე, ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ საქართველო შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე არ დგას. ოპოზიცია კი ქვეყნის იმიჯის სერიოზულ პრობლემაზე საუბრობს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში