ისტორიული თარიღი- ერთი წელი ვიზალიბერალიზაციიდან

28 მარტი 2018, 00:00 1958 ნახვა

ერთი წელი ისტორიული დღიდან. ზუსტად 2017 წლის 28 მარტს საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. 533 მომხრე, 66 წინააღმდეგი, 28-მ კი თავი შეიკავა, – ასეთი იყო ისტორიული შედეგი, რომელიც ევროპარლამენტის ტაბლოზე დაფიქსირდა.

უვიზოდ პირველად სტუდენტებთან, მეცნიერებთან, ჟურნალისტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ათენში გაემგზავრა ქვეყნის პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილიც. მას შემდეგ დღემდე შენგენის ზონაში უვიზოდ საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა, ხოლო 1001 ადამიანს უარი ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე. ერთი წლის შედეგებზე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში