ჟენევის  მოლაპარაკებები

28 მარტი 2018, 00:00 1726 ნახვა

ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი თემა დღესაც, ისევე როგორც გუშინ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში დღეს მუშაობა ჯგუფებში გრძელდება. ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს, ასევე ამერიკის დელეგაციასთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის თანათავმჯდომარეებთან გუშინ გაიმართა.

ქართული მხარე ყურადღებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხთან ერთად, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე ამახვილებს. “ვცდილობთ, ერთობლივი განცხადების შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ქართულ მხარეს აწყობს”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

დოკუმენტი ქართული მხარის მტკიცებით არ გულისხმობს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციას, ან მათ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას. დავიტ დონდუას თქმით, თემატიკის მიხედვით დღეს ყველა ის საკითხი იქნება გავლილი, რომელიც ეხება უსაფრთხოების გამოწვევებს და იმ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამავე კატეგორიაში