კემეროვოში დაღუპულებს კრძალავენ

28 მარტი 2018, 00:00 1979 ნახვა

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში დაღუპული 64-ვე ადამიანის ცხედარი ნაპოვნია. უწყების ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანები არ არიან, რადგან ხელისუფლება არ ფლობს მსგავს ინფორმაციას.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ადასტურებენ, რომ ტრაგედიის დროს დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ამ დროისთვის 27 ცხედარია იდენტიფიცირებული. კემეროვის სავაჭრო ცენტრის დაკავებული ხელმძღვანელები და თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა ხანძრის განზრახ გაჩენა გამხდარიყო, სახანძრო სიგნალიზაცია კი ცეცხლის გაჩენამდე 15 წუთით ადრე გამორთეს.

დაკავებულ 5 ეჭვმიტანილთაგან სასამართლომ ბრალი ოთხს უკვე წაუყენა. მომხდარის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს კემეროვოს ოლქის ვიცეგუბერნატორი. 25 მარტის ტრაგედიის დროს დაღუპულებს მთელი რუსეთის მასშტაბით გლოვობენ. 15 დაღუპულს დღეს დაკრძალავენ.

ამავე კატეგორიაში