გაეროში ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებენ

28 მარტი 2018, 00:00 1786 ნახვა

ოკუპირებულ რეგიონებსა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს ქართული მხარე გაერო-ს უშიშროების საბჭოში. ღია დებატები ნიუ-იორკში ნიდერლანდების ინიციატივით იმართება. დებატების მიზანი გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლებისა და ამ კუთხით, პროცესის ყველა მონაწილის  ჩართულობის გაუმჯობესების შესაძლო გზების განხილვაა.

ქართული მხარე თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობასა და დღევანდელი გამოწვევების გამკლავების მიზნით, სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე.

ამავე კატეგორიაში