ესტონელი ექსპერტები ქედაში

29 მარტი 2018, 00:00 1563 ნახვა

ესტონელი ექსპერტები ქედაში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოხდა გამოცდილებების გაზიარება, რეკომენდაციების მიცემა და ინფორმაციის გაცვლა.  ისაუბრეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და სოფლად მცირე ბიზნესის განვითარების წარმატებულ მაგალითებზე.

ესტონელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს საოჯახო ბიზნესად ქცეული მეურნეობის მაგალითები გააცნეს. შეხვედრა ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტის, „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში გაიმართა. 
 

ამავე კატეგორიაში