ტრენინგები საველე პირობებში ფერმერთათვის

29 მარტი 2018, 00:00 1703 ნახვა

ტრენინგები საველე პირობებში ფერმერთათვის. კარტოფილის სარგავი მასალისთვის ნიადაგის შესაბამისად  მომზადება და დარგვის წესები  ხულოელ ფერმერებს გააცნეს. ექსტენციის პროგრამის ფარგლებში  აგროსერვისცენტრის წარმომადგენლებმა  სოფელ ელელიძეების მოსახლეობას  მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების გასხვლისა და  განოყოფერების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ფერმერები  მცენარეთა განვითარების აგროფაზებზე საჭირო ინფორმაციას საველე პირობებში იღებენ.  თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდებათ ერთწლიანი  და მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების, ციტრუსის, თხილის, ვაზის, მეცხოველეობის, მეფრინველეობის, თევზსაშენი მეურნეობის, მეფუტკრეობის, მცირე მექანიზაციის, სასათბურე მეურნეობის მფლობელ ფერმერებს და აგრომეწარმეებს.  

ამავე კატეგორიაში