ოპოზიცია ​''მერიოტის'' მშენებლობის გამო, მერის იმპიჩმენტს ითხოვს

30 მარტი 2018, 00:00 1672 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები, ბათუმის მერის იმპიჩმენტს ითხოვენ.  ​''ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძემ ქალაქის ცენტრში უკანონო მშენებლობის შეჩერება ვერ უზრუნველყო.

"დელფინარიუმთან მიმდინარეობს მშენებლობა ნებართვის გარეშე, აუცილებელია სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს. "მერიოტის" მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთან, დ​ელფინარიუმთან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს" - თქვეს ფრაქციის წევრებმა.

ბათუმის მერმა, ''მერიოტის'' მშენებლობასთან დაკავშირებით, განმარტებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რამდენიმე კვირის წინ, გააკეთა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის პარკინგის მშენებლობა მიმდინარეობს და მასზე კომპანიას ნებართვა აქვს.

სასტუმროს მშენებლობის ნებართვა კი ჯერ არ არის გაცემული. ბათუმის დელფინარიუმთან მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში