რეორგანიზაცია ხელვაჩაურის მერიაში

30 მარტი 2018, 00:00 1730 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია  დასრულდა. შეიქმნა ახალი სამსახურები, ამის პარალელურად კი  რამდენი განყოფილება გაუქმდა. ხელვაჩაურის მერიის 13 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. მერის თანაშემწეებს და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, მერმა კი მათთან თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროება ვერ დაინახა. ჯუმბერ ვარდმანიძემ სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში თანაშემწეების თანამდებობა საერთოდ გააუქმა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა სტრუქტურული ცვლილებების პროცესი ვადაზე ადრე დაასრულა და უკვე მის დაკომპლექტებას იწყებს. რეორგანიზაციის შემდეგ მერიაში 8-ის ნაცვლად 10 სამსახური იქნება. შეიქმნა აგრარული და ბუნებრივი რესურსების მართვის სამსახური, ადმინისტრაციულ და იურიდიული, ასევე რამდენიმე სამსახური განყოფილებებად დაიყო. ჯამში ხელვაჩაურის მერიაში 137 საშტატო ერთეულია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში