სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები ხულოსა და შუახევს

30 მარტი 2018, 00:00 2010 ნახვა

შუახევსა და ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. ორივე მუნიციპალიტეტს 2-2 ერთეული მაღალი გამავლობის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა გადაეცა. ისინი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მაღალმთიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე მეორედ, განახლდა. გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ორ თემის, სხალთისა და ღორჯომის ბრიგადებს გადაეცათ სპეციტექნიკა.

სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანების გადაცემას  შუახევსა და ხულოში  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და სასწრაფო  დახმარების ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში