შუახევის საკრებულო - ყველაზე ნაკლებად ანგარიშვალდებული უწყება

30 მარტი 2018, 00:00 1841 ნახვა

2017 წლის ღია და დახურული უწყებები – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ანგარიშს აქვეყნებს. გასულ წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი 39-მა საჯარო დაწესებულებამ აჩვენა. მათ შორისაა საქართველოს გარემოს, სასჯელაღსრულების, ენერგეტიკისა და  სპორტის სამინისტროები.

წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა შემოსავლების სამსახური. ინსტიტუტი გარკვეული ორგანიზაციების პროგრესზეც საუბრობს. ანგარიშში მოხვდა მუნიციპალიტეტები და სამინისტროები აჭარიდან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში