პრემიერის მილოცვა

31 მარტი 2018, 00:00 1937 ნახვა

სრულიად საქართველოს რეფერენდუმის დღეს პრემიერ-მინისტრი ულოცავს. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე  გამოაქვეყნა, როგორც აღნიშნავს: “ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია თავისუფლების იდეისთვის - 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ამ იდეას ხორცი შეესხა და დამოუკიდებლობის აქტის მიღებით საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე - ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. "-აღნინავს მთავრობის მეთაური.

ამავე კატეგორიაში