ანა მდინარაძე გიორგი ხიმშიაშვილის ნაცვლად

31 მარტი 2018, 00:00 2400 ნახვა

მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს ანა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ფილიალის გამგეობამ მის კანდიდატურას  მხარი 17 მარტს დაუჭირა, გუშინ კი თავმჯდომარედ აირჩია. 

ანა მდინარაძე 2013-2014 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე იყო. 2015 წლიდან – დღემდე კი “საიას” აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების იუსრისტ- კონსულტანტის პოზიციას იკავებდა.

2015 წლიდან  დღემდე კი აჭარის ფილიალს გიორგი ხიმშიაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ცვლილებები მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო მოხდა, ახალი თავმჯდომარის არჩევა კი დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით მოხდა. ხიმშიაშვილი ამბობს, რომ საქმიანობის გაგრძელებას უკვე კერძო საადვოკატო სფეროში აპირებს.

ამავე კატეგორიაში