ოპოზიციის ინიციატივა

31 მარტი 2018, 00:00 1731 ნახვა

“ევროპული საქართველო”-ს ინიციატივა ბათუმის საკრებულოში. პარტიის წევრები ქალაქში ერთ-ერთი ქუჩისთვის ალექსანდრე დიუმას, ონორე დე ბალზაკის ან ვიქტორ ჰიუგოს სახელის მინიჭებას ითხოვენ. 

რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ ბათუმი ევროპული ქალაქია, ამიტომ საბჭოური სახელების ქუჩები არ უნდა არსებობდეს. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საჭიროა ინიციატივა ჯერ კომისიის სხდომაზე განიხილონ, ასევე პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ამავე კატეგორიაში