სეს-ი “როს სელხოზ ნადზორის” განცხადებას გამოეხმაურა

31 მარტი 2018, 00:00 2053 ნახვა

“როს სელხოზ ნადზორის” ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებული, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა განაცხადა. მისი განმარტებით, აზიური ფაროსანას პრობლემა მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში, რუსეთში და ა.შ. რაც შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისთვის ცნობილია და  ამ საკითხს შეისწავლიან.

მესხის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ ფაროსანას თემაზე ქართველი ექსპერტები მზად არიან ურთიერთობა იქონიონ მეზობელი სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის სპეციალისტებთან. რუსული პრესის ცნობით, „როს სელხოზ ნადზორისფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრეს - მდივნის, იულია მელანოს განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ დე - ფაქტო აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი. მისი თქმით, თვითაღიარებული აფხაზეთიდან რუსეთში პროდუქტის ექსპორტზე შეზღუდვა 2 აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს. მელანომ  ე.წ აფხაზურ მხარეს მოკლე ვადებში მავნებელთან გამკლავების გარანტია მოთხოვა.

ამავე კატეგორიაში