იგეგმება თუ არა რეორგანიზაცია ქედის მერიაში?

31 მარტი 2018, 00:00 1808 ნახვა

ქედის მერი რეორგანიზაციას არ გეგმავს. ლევან გორგილაძე ამის საჭიროება ჯერ ვერ ხედავს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს რეორგანიზაცია მაინც ჩატარდეს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამ სტრუქტურითა და ადამიანური რესურსით წარმატებებს გასულ წლებშიც აღწევდა.

ამ დროისათვის ქედის მერიაში ოთხი პოზიციაა ვაკანტური: არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსის, მერის წარმომადგენელის ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, მთავარი სპეციალისტების წონიარისისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ქედის მერიაში შტატით სულ 87 ადამიანია დასაქმებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში