თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

31 მარტი 2018, 00:00 1582 ნახვა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა თურქეთში, ქალაქ გირესუნში გაიმართება. ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა საუბარი საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შემადგენლობით გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. მთავარ საკითხებს შორისაა ასევე, თურქეთთან, როგორც რეგიონის უდიდეს ნატო-ს წევრ ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ამავე კატეგორიაში