იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველის კანდიდატი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში

02 აპრილი 2018, 00:00 1772 ნახვა

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა დაასახელა.  ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენის სამსახური ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი თავად წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას. მისი კანდიდატურა ერთხმად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ.  

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოთხი ახალი წევრიდან ორი უკვე აირჩია 10 დღის წინ. შემდეგ სხდომას პარლამენტმა უმცირესობის და ომბუდსმენის კვოტით დასახლებულ კანდიდატებს უნდა უყაროს კენჭი.

ამავე კატეგორიაში