ჯონ კერი საქართველოშია

06 ივლისი 2016, 00:00 2643 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოშია.  ჯონ კერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება. რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მიხეილ დაგეგმილია აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის  შეხვედრაც. 

ამავე კატეგორიაში