ევროსაბჭო: საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები გაიზარდა

03 აპრილი 2018, 00:00 1589 ნახვა

ევროპის საბჭომ შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშში წერია, რომ ბოლო წლებში, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევათა რაოდენობამ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევებს გადააჭარბა.

ანალოგიური მდგომარეობაა ბელგიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სერბეთსა და დიდ ბრიტანეთში. საქართველოსთან დაკავშირებით, ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაზრდილია.

როგორც კვლევით ირკვევა, შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი ყველაზე ხშირად კაცები არიან, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ტურისტულ ან თევზჭერის სფეროში მუშაობენ. ქალ მსხვერპლთა უმეტესობა კერძო სახლებში მომვლელად მუშაობს და შრომით ექსპლუატაციასთან ერთად სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც ხდება.

ამავე კატეგორიაში