2017 წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ის ფარგლებში გვქონდა და 2018 წლის ორ თვეში მაღალი ზრდა დაფიქსირდა - გიორგი კვირიკაშვილი

04 აპრილი 2018, 00:00 1855 ნახვა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა რამდენიმე ახალი ინიციატივის გაცნობით დაიწყო. ერთ-ერთია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ქვეყანაში ეკონიმიკური ზრდის ტენდენციას. პრემიერის ინფორმაციით, თებერვლის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. ისაუბრა გაზრდილ ტურისტულ მაჩვენებელზე. ასევე აღნიშნა, რომ სკოლის მანდატურების საქმიანობის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს. მთავრობის სხდომის დეტალებით, თბილისიდან ნათია კოპალიანი გვიერთდება

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში