გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ნინია კაკაბაძის გამო ტოვებს

04 აპრილი 2018, 00:00 2666 ნახვა

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის  შესაძლოა დატოვოს. ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან, ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

"ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა მართლმადიდებლებისა და პატრიარქის შეურაცხყოფაა. ის, რომ 55 ხმა მიიღო კაკაბაძემ, შესაძლოა, ​გაყალბებული იყოს, ამიტომ მონაცემები გამოვითხოვე" - ამბობს გედევან ფოფხაძე. 

დეპუტატი ცდილობს დაადგინოს ესწრებოდა თუ არა კანონმდებლები კენჭისყრის პროცესს, რომლებმაც მხარდაჭერა ნინია კაკაბაძეს გამოუცხადეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში