ბათუმის ''დინამოს'' ზედიზედ მესამე გამარჯვება

04 აპრილი 2018, 00:00 1839 ნახვა

საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, ბათუმელებმა სტუმრად წყალტუბოს „სამგურალი“ მინიმალური ანგარიშით 0:1 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-17 წუთზე გიორგი ქავთარაძის გადაცემით გიორგი ილურიძემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „დინამოს“ 9 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში მეორე პოზიციამდე აღზევდა. 
ბათუმის „დინამო“, მომდევნო ტურის შეხვედრას, 14 აპრილს ანგისის ბაზაზე თბილისის "ნორჩი დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

ამავე კატეგორიაში