''ძალა ევროპაშია'' - კამპანია

05 აპრილი 2018, 00:00 1999 ნახვა

„ძალა ევროპაშია“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ კამპანიას იწყებენ, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ.

ორგანიზატორების განცხადებით, კამპანია პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში