''ხიხანის'' დაფინანსება - ბრალდებები და არგუმენტები

06 აპრილი 2018, 00:00 1973 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საფეხბურთო კლუბ „ხიხანის“ ფეხბურთელებზე ხელფასების გაცემას მოითხოვს.  ლევან მახარაძის განცხადებით, ფეხბურთელებს ორი თვის ანაზღაურება არ აუღიათ. მახარაძე ირწმუნება, რომ კლუბს ხულოს მერი დახმარებას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა.

გოჩა მელაძე ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ კლუბს 50 ათას ლარს ფეხბურთის განვითარების ფონდი ურიცხავს. ხოლო თვითმმართველობას კანონის მიხედვით ეკრძალება დაფინანსება, აქამდე კი კლუბს კერძო კომპანიები საკუთარი სურვილით აფინანსებდნენ. გოჩა მელაძე ასევე განმარტავს, რომ ხულოში ფეხბურთის განვითრებისთვის მერიამ უკვე დაიწყო პროექტის შემუშავება. შეგახსენებთ, ხულოს „ხიხანი“ ახალ სეზონს განახლებული ფეხბურთელებით შეხვდა, გუნდი ფეხბურთელთა ნაწილმა დატოვა.

ამავე კატეგორიაში