“სისტემური პრობლემები” - ტყიბულში ჩატარებული შრომის ინსპექტირების შედეგები

07 აპრილი 2018, 00:00 1849 ნახვა

მინდელისა და ძიძიგურის შახტებში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია - ეს შრომის ინსპექციის ანალიზია. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 და 2017 წელს შეამოწმა.

ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში წერია, რომ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“. შედეგები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაასაჯაროვა.

ამავე კატეგორიაში