თურქეთი ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივას იწონებს

07 აპრილი 2018, 00:00 1751 ნახვა

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება. თურქეთის საელჩომ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ ''ტვიტერ''-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. განცხადებაში წერია,რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამ მიმართულებას გულისხმობს: – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე  ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.

ამავე კატეგორიაში