გატაცება სოფელ აძვიდან

08 აპრილი 2018, 00:00 1738 ნახვა

„ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ მიაპყროს მაქსიმალური ყურადღება და ამ მიმართულებით პარლამენტი აქტიურად იმუშავებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სოფელ აძვიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სოფელ აძვიდან ორი მოქალაქე ოკუპანტებმა ორი კვირის წინაც გაიტაცეს, რომელიც მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

ამავე კატეგორიაში