სოფელ აძვიდან გატაცებულები გაათავისუფლეს

08 აპრილი 2018, 00:00 1854 ნახვა

სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული ორი მოქალაქე  თავისუფალია. ისინი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფებიან, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიევი საოკუპაციო რეჟიმმა ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლა.

ელდარ გუნდიშვილი მედიასთან საუბრისას იხსენებს, რომ იმ დროს დააკავეს, როდესაც მის ბაღში პირუტყვს აძოვებდა. საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ მიაპყროს მაქსიმალური ყურადღება და ამ მიმართულებით პარლამენტი აქტიურად იმუშავებს”.

ამავე კატეგორიაში