ჭარნალში მემორიალური დაფა გაიხსნა

09 აპრილი 2018, 00:00 2232 ნახვა

9 აპრილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა ამ დღეს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

ადგილზე ხელვაჩაურის ახალგაზრდულმა ცენტრმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ისტორიული მასალა წარმოადგინეს.

მემორიალური დაფა წელს პირველად გაიხსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში. ღონისძიებას მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც დაესწრო.

ამავე კატეგორიაში