სუს-ის ანგარიში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე

10 აპრილი 2018, 00:00 2251 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ისმენენ პარლამენტში.  გასული წლის საქმიანობას სამი კომიტეტის გაერთიანებულ  სხდომაზე აჯამებენ. 28 გვერდიან დოკუმენტში  ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ასევე არჩილ ტატუნაშვილზე, რომელიც თებერვალში ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 სწორედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობს ასახელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხედ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში