როგორ მოქმედებენ უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში

10 აპრილი 2018, 00:00 2962 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების უმთავრესი ამოცანა "საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა". 

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიზნებშია საერთაშორისო დონეზე საქართველოს საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, მოქალაქეებში კი, უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა.

მთავარ ამოცანებად რჩება ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერები შექმნა, ქვეყანაში დეზინტეგრაციული პროცესების განვითარება და საზოგადოების პოლარიზაცია. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ ამოცანების განხორციელებას უცხო ქვეყნის აგენტები სხვადასხვა გზით ცდილობენ. იყენებენ პროპაგანდისტულ მედიას, დესტრუქციული პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებრივ პოპულისტურ გაერთიანებებს. ასევე, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს.  

"ამოცანების მისაღწევად, უცხო ქვეყნის ჯაშუშური ქსელები აქტიურად იყენებენ ''ჰიბრიდული ომის'' ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც, სასურველი მიზნის მიღწევას პროპაგანდისტული მედიაკამპანიებით და დეზინფორმაციის კომპონენტებით ცდილობენ. ასევე, ​კიბეროპერაციებსა და ცალკეულ კიბერშეტევებს იყენებენ. უცხოური სპეცსამსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ პოპულისტური გაერთიანებების გამოყენება. ისინი მათი მეშვეობით ''სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ"-- წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში, - "ჯაშუშური ქსელის წევრები ახორციელებენ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას, ფარული, სპეციალური ღონისძიებების გზით". 

ამავე კატეგორიაში