დაპირისპირება  ''ქართული  ოცნების''  უმრავლესობაში

10 აპრილი 2018, 00:00 1671 ნახვა

დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე უმრავლესობას?-დეპუტატის გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დღესაც არ ესწრება. გედევან ფოფხაძის მხრიდან უმრავლესობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს მმართველ გუნდში განცხადებები გაკეთდა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი ერთიანია და უმრვალესობის დაშლის შესახებ მოლოდინები, ოპოზიციის შექმნილია. იგივეს აცხადებს სოფიო კილაძე და განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას არც ახლა ემხრობა. რამდენიმე დღის წინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, მმართველი გუნდის წევრების მიერ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში